Thursday, June 24, 2010

20-იანი წლები


თბილისის "დინამოს" ისტორია 1925 წლის შემოდგომიდან იღებს სათავეს, როცა თბილისში, სპორტსაზოგადოება "დინამოს" ხელმძღვანელებმა საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება განიზრახეს - ფეხბურთი იმ წლებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა.

თბილისის "დინამომ" ისტორიაში პირველი შეხვედრა 1926 წლის 6 იანვარს ჩაატარა ბაქოელ თანაკლუბელებთან. შედარებით გამოცდილმა მეტოქემ დიდ ასპარეზზე პირველად გასულ "დინამოს" მინიმალური ანგარიშით - 1:0 მოუგო. 3 დღის შემდეგ "დინამომ" ბაქოს მეორე კლუბს "პროგრესს" უმასპინძლა და ამჯერად იოლად სძლია მეტოქეს - 3:0.

ახალშექმნილი გუნდი თავიდან ქალაქის პირველობაზე მეორე ჯგუფში გამოდიოდა, სადაც წარმატებასაც მიაღწა - ფინალში დაამარცხა "არსრაიონის" ძლიერი გუნდი. ამ გამარჯვებით დინამოს ფეხბურთელებმა პირველ ჯგუფში გამოსვლის უფლება მოიპოვეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საზოგადოების ხელმძღვანელობამ გუნდის გაძლიერება, მისი შევსება ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელებით. გუნდში ჩარიცხეს ა. ფოჩხუა, ნ. ქოიავა, ა. გალპერინი, ა. ჟორდანია, ვ. ამკობაძე, ნ. ბლანკმანი, ა. გონელი, ვ. ცომაია, გ. თედეევი, დ. ქსენოფონტოვი, ვ. შებოლდაევი და სხვები. მათ მალე შეემატა რესპუბლიკაში უძლიერესი ბათუმელ მოთამაშეთა ჯგუფი. დინამოელთა პირველი კაპიტანი ანდრო ჟორდანია იყო.

ამ საზოგადოების მესვეურთა სერიოზულ მიდგომას ფეხბურთისადმი მოწმობდა ის, რომ 1927 წელს შეიქმნა დინამოს ჭაბუკთა გუნდი. სწორედ აქ დაიწყეს თავიანთი სახელოვანი სპორტული გზა გამოჩენილმა ფეხბურთელებმა დოროხოვმა, შავგულიძემ, მინაევმა, ბერძენიშვილმა და სხვებმა. დინამოელებმა ასევე პირველად იზრუნეს საკუთარი კეთილმოწყობილი სპორტული ბაზის შექმნისთვისაც. 1927 წელს დაიწყო სტადიონის მშენებლობა ქალაქის ცენტრში (მაშინდელ პლეხანოვის გამზირზე), ხოლო რვა წლის შემდეგ უკვე მზად იყო 30 000 ადგილიანი დინამოს სტადიონი. ინ დროისათვის იგი ერთერთი უდიდესი და ულამაზესი იყო საბჭოთა სივრცეში.

1926 წლის აგვისტოში დინამოელებმა ერთვიანი ტურნე მოაწყვეს რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ქალაქებში, სადაც 18 შეხვედრა გამართეს. ტურნე წარმატებული გამოდგა

No comments:

Post a Comment