Thursday, June 24, 2010
ისტორია
დინამო თბილისი — თბილისის საფეხბურთო კლუბი; ერთ-ერთი წარმატებული გუნდი საბჭოთა პერიოდში და საქართველოს რესპუბლიკაში. კლუბის მთავარი მიღწევა იყო 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვება. ამ გათამაშების ფინალში მან აღმოსავლეთ გერმანული იენის "კარლ ცაისის" წინააღმდეგ თამაშში დიუსელდორფში გაიმარჯვა ანგარიშით 2-1.
კლუბის ისტორიაში ყველაზე განთქმული გამარჯვება იყო 3:0 ლივერპულთან 1979 წლის 3 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონთა თასის პირველ რაუნდში. არანაკლებ სასახელო იყო ინგლისის ვესტ ჰემისა და კარდიფ სიტის, ასევე ჰოლანდიის ფეიენოორდის, იტალიის ნაპოლისა და ინტერის დამარცხება.
გუნდი არის საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1964, 1978) და ამდენჯერვე საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976, 1979). დინამო ხუთჯერ იყო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და ცამეტჯერ ბრინჯაოს პრიზიორი.
დინამო არის საქართველოს ჩემპიონატის ცამეტგზის გამარჯვებული და ცხრაგზის საქართველოს თასის მფლობელი. გუნდს ხუთჯერ აქვს მოპოვეპული საქართველოს სუპერთასი.
თავის დროზე დინამოში გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ ბორის პაიჭაძე (ვის სახელსაც ამჟამად დინამოსა და ეროვნული ნაკრების ცენტრალური სტადიონი ატარებს.), ავთანდილ ღოღობერიძე, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი, მანუჩარ მაჩაიძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე და სხვანი. მათგან რამაზ შენგელია ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად (1978, 1981), ერთხელ დავით ყიფიანი (1977) და ერთხელაც ალექსანდრე ჩივაძე (1980).
1990 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი საბჭოთა კავშირისას გამოეყო და დინამოც მას შემდეგ იქ გამოდის. ამ პერიოდისათვის დინამოს სახელი გადაერქვა და "იბერია" ეწოდა, თუმცა ამ სახელის არაპოპულარობის გამო მას ძველი სახელი დაუბრუნდა და დღემდე ამ სახელით გამოდის.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment