Thursday, June 24, 2010

60-იანი წლები


1964 წელს დინამო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ხდება - შესანიშნავი რუსი სპეციალისტის გავრილ კაჩალინის გაწვრთნილმა დინამომ ჩემპიონატში მოსკოვის ტორპედოსთან ერთად თანაბარი ქულები დააგროვა, რამაც გუნდს უფლება მისცა დამატებით შეხვედრაში ჩემპიონი ტიტულის მოსაპოვებლად ებრძოლა.

საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის გადაწვეტილებით, 1964 წლის 18 ნოემბერს ტაშკენტში გადამწვეტი შეხვედრა დაინიშნა. "ოქროს მატჩში" კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართველ ფეხბურთელთა მაღალი ოსტატობა – დინამომ ტორპედო 4:1 დაამარცხა, არადა თავიდან აგებდა კიდეც. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (ორი), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. დინამომ საბჭოთა ფეხბურთის ოლიმპი პირველად დაიპყრო.

”ოქროს მატჩში” დინამოს ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი.

60-იანი წლების მეორე ნახევარსა და 70-იანი წლების პირველ ნახევარში დინამოს რიგებში ბრწყინავდნენ სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი მურთაზ ხურცილავა, რევაზ ძოძუაშვილი, კახი ასათიანი, გოჩა გავაშელი, გურამ პეტრიაშვილი, ფირუზ კანთელაძე, გივი და ლევან ნოდიები და ა.შ

No comments:

Post a Comment